აფხაზეთის „პრეზიდენტის” პრესსამსახური – ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია

ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების პროექტის გაწვევის შესახებ დოკუმენტზე ასლან ბჟანიას ხელი არ მოუწერია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული ს „პრეზიდენტის პრესსამსახურზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„პრეზიდენტ ასლან ბჟანიას „ს ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია“, – აცხადებენ ასლან ბჟანიას „პრესსამსახურში“.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ასლან ბჟანია სოფელ ტამიშში იმყოფება, სადაც შეხვედრას გამართავს, რომელზედაც „ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას“ განიხილავს.

ე.წ. ოპოზიციამ მოსახლეობას ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით დღეს „პარლამენტთან“ შეკრებისკენ მოუწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე – რუსეთმა იქ ცარიელი სკამი არ უნდა დატოვოს, აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგები იქნება

გიორგი ვაშაძე – შიგნით სერიოზული რყევები აქვთ და ამას კობახიძე ფაქტობრივად, თვითონ აღიარებს – როცა რუსული ყაიდის კანონებს იღებ, მეგობარს მტრად აცხადებ, შედეგად რას მიიღებ გარდა იმისა, რომ ცივილიზებული სამყაროსგან მოკვეთილი იქნები