აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, ს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.
აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე ს ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.