აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრ, გიორგი გაბედავასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ, ბესიკ სილაგაძესთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ტრადიციულად, საშობაო ალილოს მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცეს, რომელიც ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.
თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. მსვლელობაში აფხაზეთის №2 და №3 საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ