აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრი: დაკავებულია რუსეთის საზღვართან თავდასხმაში ეჭვმიტანილი 3 პირი

ოკუპირებული ს ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერტ კიუტის თქმით, ს საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის 3 ეჭვმიტანილია დაკავებულია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“სროლაში მონაწილე 6 პირიდან 3 მდინარე ფსოუსთან დავაკავეთ. კიდევ სამი ძებნაშია გამოცხადებული”. – ამბობს მარიონეტული რეჟიმის მინისტრი.
ე.წ. შს მინისტრის თქმით, სამივე დაკავებული “აფხაზეთის მოქალაქეა”.
23 ივნისს, ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი. ინფორმაციას აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
“წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, ყველა მათგანი ადგილობრივია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ვიღებთ ზომებს მსროლელთა იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით”. – უთხრა გაგრის რაიონის ე.წ. პროკურატურამ რუსულ სამთავრობო მედიას.