ს ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პუტინს – აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას შეეცდება

აფხაზეთი შეეცდება, გაამყაროს რუსეთთან ურთიერთობები და შეინარჩუნოს თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, – ამის შესახებ ოკუპირებული ს ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ ბადრა გუნბა ს პრეზიდენტ სთვის გაგზავნის საახალწლო მისალოც წერილში წერს.
„მაღალ შეფასებას ვაძლევთ ს მიერ მუდმივად გაწეულ მხარდაჭერას იმ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, რომელსაც აფხაზეთი განიცდის და სხვა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების გადაჭრაში. აფხაზეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ძალისხმევას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად, სტაბილურობისა და თანამშრომლობის შესანარჩუნებლად ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში“, – ნათქვამია მილოცვაში.
მან ვლადიმერ პუტინს სამთავრობო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„გულწრფელად გისურვებთ, ძვირფასო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, ჯანმრთელობას და შემდგომ წარმატებებს სამთავრობო საქმიანობაში, ხოლო მშვიდობასა და კეთილდღეობას რუსეთის ფედერაციის ყველა მოძმე ხალხს“, – აღნიშნა ბადრა გუნბამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა