აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკმა ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ს რესპუბლიკის ეროვნულმა ბანკმა მეორედ მიიღო მონაწილეობა ჩინეთში, ჰონგ-კონგში გამართულ მე-10 საერთაშორისო ნუმიზმატიკურ გამოფენაში (HKINF). ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკის ვებგვერდზე ვკითხულობთ.
HKINF უდიდესი ნუმიზმატიკური ღონისძიებაა აზიაში, რომელიც აერთიანებს აუქციონის სახლებს, საკრედიტო ინსტიტუტებს და კერძო კოლექციონერებს 40-ზე მეტი ქვეყნიდან (დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, საფრანგეთი, , იაპონია, იორ და ა.შ.)
ეროვნული ბანკის სტენდზე წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები, სამახსოვრო მონეტები და ბანკნოტები, ინგლისურ ენაზე გამოცემული აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის სამახსოვრო მონეტებისა და ბანკნოტების პირველი სისტემატური კატალოგი, სარეკლამო და საჩვენებელი მასალები.
აფხაზეთის ე.წ. ეროვნულმა ბანკი წერს, რომ საერთაშორისო გამოფენაზე ყველაზე პოპულარული იყო აფხაზეთის ბანკის სამახსოვრო ბანკნოტები „ვლადისლავ არძინბა“ და „25 აფსარა“, რომლებიც 30-ზე მეტი ქვეყნის კოლექციონერებმა იყიდეს. მათზე მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ განაცხადების მიღება გამოფენის დასრულების შემდეგაც გრძელდება.
„აფხაზეთის ბანკი რეგულარულად იღებს მონაწილეობას უდიდეს საერთაშორისო ნუმიზმატიკურ გამოფენებში, კონფერენციებში და აქვეყნებს ძირითად ნუმიზმატიკურ გამოცემებს ევროპაში, აშშ-სა და აზიაში. დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა გამოვაცხადოთ თავი დამოუკიდებელ ემისიურ ცენტრად და დადგეს სხვა ქვეყნების, მარეგულირებელი ბანკებისა და ზარაფხანების გვერდით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.