აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა

ლევან მგალობლიშვილი ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა, რომ გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.
„მე ვრჩები თქვენთან როგორც ენგურს გაღმა, ასევე გამოღმა მცხოვრებ დროებით დევნილი მოქალაქეების უფლებების სადარაჯოზე“, – აცხადებს მგალობლიშვილი.
ლევან მგალობლიშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილობაში მყოფი მთავრობის თავმჯდომარედ 2024 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. ის იყო მეცხრე და მეათე მოწვევის პარლამენტში პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.
მგალობლიშვილი 1977 წელს სოხუმში დაიბადა.
ფორუმი