ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილ ქალებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„ღონისძიების ფარგლებში 100-მდე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ ქალბატონს სისხლის მიმოქცევის დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკისთვის საჭირო მომსახურებები გაეწია.
სამინისტრო მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.