აფხაზეთიდან დევნილებს ხელსაწყოები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადაეცათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილებს პირადად შეხვდა და მათგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, საჭირო ხელსაწყოები, ინსტრუმენტები და წყლის საქაჩი ტუმბოები გადასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, სხვადასხვა სახის სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკური ინვენტარი თბილისში, დირსის კომპლექსის მე-13 კორპუსში და სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს.
„შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო აქტიურად შევძლოთ ჩვენი აფხაზეთელების მხარდაჭერა და მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგებს გამოიტანს“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია