თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საუბარია 7 ნოემბრის საქმეზე. პროცესს მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად, “ვივა მედიდან” ჩაერთო და 10 წუთიანი სიტყვის უფლებით ისარგებლა.
აფრასიძეები მსხვერპლებად გამოიყვანეს. აფრასიძეები, რომლებმაც უამრავი ადამიანი მოკლეს, გააუპატიურეს, გაანადგურეს, მთელი ქონება წაართვეს, გადაუარეს სვანეთს და დანარჩენ საქართველოშიც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ამ აფრასიძეებზე ახლა იძახიან, რომ ისინი იყვნენ თურმე უბედური მსხვერპლები რეჟიმის. აფრასიძეები რომ არ ჩამოშორებოდნენ სვანეთს, არ იქნებოდა არც განვითარება, არც ტურიზმი, არც შემოსავლები. ესენი რომ არ მოსულიყვნენ, ბევრად მეტი იქნებოდა. ამათ გააჩერეს სვანეთის გვირაბის მშენებლობის პროექტი, რომელიც ახლა გადაქცეულია გაურკვეველ წარმონაქმნად. ობგაიძე იყო საქართველოს ბოლო გაის წევრი, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ და ეს ობგაიძე გამოდის და იძახის, რომ მე მქონდა ბიზნესები, მიწებიო და სააკაშვილის ნათესავებმაო, ჩემს ბიძაშვილზეა საუბარი, რომელიც ამერიკაში დაიბადა, იქ ცხოვრობს, იმან წამართვაო. ჯერ ერთი საკითხი, საიდან ჰქონდა სახელმწიფო მოხელე ობგაიძეს ამდენი ბიზნესი და მიწები? რანაირად გამოდის, რომ ჩემმა ბიძაშვილმა თურმე წაართვა, რომელიც ძალიან მოკრძალებულად ცხოვრობს, დღე და ღამე მუშაობს და ობგაიძე იხრჩობა ფულში?
გამოიყვანეს ხაინდრავა, რომელმაც დახვრიტა… მას შემდეგ, რავ პუტჩისტებმა ვითომ გაუშვეს ზვიად გამსახურდია, აქედან, ხაინდრავა წამოეწია ბარათაშვილის ხიდზე და გაუხსნა ცეცხლი და დახვრიტა მათი ავტობუსები. ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია. კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების. ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილი ე.წ. საგამოძიებო კომისია, რომლის ამოცანაა „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, ეს ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება, ეს არის ქართველი ხალხის გენეტიკური კოდის გამოცვლა. ასეთი მტრები საქართველოს არ ჰყოლია საუკუნეების განმავლობაში. რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ, მე ჩემს ადგილს საქართველოს ისტორიაში ვერ წამართმევთ და ისტორია, მე, რა თქმა უნდა, გამამართლებს, – თქვა სააკაშვილმა.
