აფეთქებები იყო რუსეთის ქალაქ ენგელსში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს

გამთენიისას აფეთქებები იყო ს სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში მოხდა სავარაუდოდ, დრონებით დარტყმის შედეგად.
სარატოვის ოლქის გუბერნატორი რომან ბუსარგინი ადასტურებს, რომ ენგელსზე შეტევა იყო. თუმცა, მის მიერ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან გაურკვეველია ერთ უპილოტო საფრენ აპარატს გულისხმობს, თუ რამდენიმეს, რადგან დრონს შემოკლებული ფორმით(БПЛА) ახსენებს.
ბუსარგინი წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, ხმელეთზე არავინ დაშავებულა და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.
ენგელსში მდებარეობს რუსეთის სამხედრო-საავიაციო ბაზა, რომელზეც დრონებით არაერთი შეტევა იყო, მათ შორის 2024 წლის 20 მარტსაც. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ ენგელსის ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით ეს შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.
დღეს, 5 აპრილს ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში, სადაც სამხედრო აეროდრომი მდებარეობს. რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის პროპაგანდისტული, წერენ, რომ მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა ინფორმაციით, აფეთქებები იყო აეროდრომის რაიონშიც.
უკრაინის მოსაზღვრე როსტოვის ოლქის გუბერნატორ ვასილი გოლუბევის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 40-ზე მეტი „სამიზნე გაანადგურეს“. გოლუბევი ადასტურებს ელექტროქვესადგურის დაზიანებას, თუმცა, არაფერს ამბობს სამხედრო აეროდრომის შესახებ.
რუსული წყაროების თანახმად, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებულია სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 5 აპრილს, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით როსტოვის ოლქში გაანადგურეს უკრაინის 44 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო სარატოვის ოლქში – 1. ოფიციალურ შეტყობინებაში არაფერია ნათქვამი შედეგების შესახებ.
რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე დრონებით შეტევა პრაქტიკულად, ყოველდღე ხდება. რუსეთი ს ადანაშაულებს „ტერორისტულ შეტევებში”.
ცალკეულ შემთხვევებზე ოფიციალურ კომენტარს, როგორც წესი, არ აკეთებს. ამასთან, უკრაინის სამხედრო დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ანონიმურობის დაცვის პირობით, მედიასაშუალებებს უდასტურებენ, რომ რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევები უკრაინის სპეცოპერაციაა.
უკრაინას, რომელიც ორი წელია რუსეთის სამხედრო აგრესიას ებრძვის, კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
დაწერეთ კომენტარი