აფგან სადიგოვი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა – ცოლი

მეუღლის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. სადიგოვი 136 დღეა, რაც შიმშილობს.
სევინჩ სადიგოვა პასუხისმგებლობას ილჰამ ალიევსა და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.
ს რეჟიმი ასრულებს ს პოლიტიკურ დაკვეთას! ორივე რეჟიმი ხალხის მტერი და მკვლელია,” – წერს სადიგოვის მეუღლე ფეისბუკზე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, 31 იანვარს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის კიდევ 3 თვით გაგრძელება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღესვე დააკმაყოფილა და სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაგრძელდა.
აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.