აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთის მარიონეტებს, ივანიშვილსა და მის ამფსონებს – კონგრესმენი უილსონი

კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოში პრო-ევროპული დემონსტრაციების პარალელურად, აცხადებს, რომ აუცილებელია, -მა სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას.
„აუცილებლად უნდა დავუწესოთ სანქციები ს არალეგიტიმურ მარიონეტებს, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს ართმევენ. მათ შორის ბიძინა ივანიშვილსა და მის ამფსონებს“, – წერს უილსონი პლატფორმა X-ზე.
ჯო უილსონი არის რესპუბლიკელი კონგრესმენი, კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ინიციირებული „მეგობარი აქტის“ ერთ-ერთი ავტორი. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა, რომ მუშაობს პალატის ლიდერებთან ერთად, რათა „მეგობარი აქტი“ საბოლოოდ დამტკიცდეს და ამოქმედდეს.
უილსონი, – რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს მოკავშირეა, – აქვეყნებს ამონარიდს 2020 წელს მისი და კიდევ 12 კონგრესმენის მიერ შემუშავებული დოკუმენტიდან.
ესაა რესპუბლიკურმა კვლევის კომიტეტის (RSC-ის) ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, სათაურად „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, სადაც ერთ-ერთი პუნქტი საქართველოსაც ეხებოდა.
13 ამერიკელი კონგრესმენი ითხოვდა სთვის, როგორც „ს ახლო მოკავშირისთვის“, სანქციების დაწესებას.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, დღის წესრიგიდან მოხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2028 წლის ბოლომდე.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქცია დაარბია და მონაწილეები დააკავა.
-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე აბუ-დაბიში მომხდარზე – შეეჩვივნენ, რომ ნორმალურია, 10 კაცი დაესხას ერთ ადამიანს თავს და ფიზიკურად გაუსწორდეს და გადაწყვიტეს, რომ აბუ-დაბიშიც იგივე გაკეთებინათ – 48 საათია, არც ერთი ჩანს, ხომ გასაგებია, რომ დაკავებულები არიან

ქეთევან თურაზაშვილი – სასამართლო სისტემაში თავი მოიყარეს კაცთმოძულე, განსაკუთრებით, თავისუფალი ახალგაზრდების მოძულე მოსამართლეებმა – დროა გაიაზრონ, როცა სამართლიანობა იზეიმებს, მათ მოუწევთ ყველა დანაშაულზე პასუხისგება!