აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაზეც დღევანდელი ახალგაზრდობა ოცნებობს, ეს არის – გამთლიანებული, ეროვნული და ევროპული საქართველო

აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაზეც დღევანდელი ახალგაზრდობა ოცნებობს, ეს არის – გამთლიანებული, ეროვნული და ევროპული საქართველო
„ეროვნული მოძრაობა ქვეყანას დასჭირდა იმიტომ, რომ თავი დაგვეხსნა საბჭოეთის მონობისაგან. და თუკი დღეს პარტნიორობის ნაცვლად მორჩილებას გვთავაზობენ რიგი სახელმწიფოები, მაშინ გამოდის, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი წერს.
დიმიტრი ხუნდაძე 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ზვიად გამსახურდიას „ერის გზა“ არ ყოფილა მოჩვენებითი თავისუფლების, სიცრუისა და ფარისევლობის გზა.
„დღეს 9 აპრილია – საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ვიხსენებთ გარდაცვლილებს და მათთან ერთად ვიხსენებთ იმ მიზნებს, რისთვისაც ისინი იბრძოდნენ. 35 წლის წინ ქართველმა ხალხმა სისხლი დაღვარა არა იმისთვის, რომ დღეს კვლავ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისათვის და დემოკრატიისთვის გვებრძოლა, არამედ იმისთვის, რომ საქართველო ყოფილიყო რეალურად დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყანა.
ზვიად გამსახურდიას „ერის გზა“ არ ყოფილა მოჩვენებითი თავისუფლების, სიცრუისა და ფარისევლობის გზა. ეროვნული მოძრაობა ქვეყანას დასჭირდა იმიტომ, რომ თავი დაგვეხსნა საბჭოეთის მონობისაგან. და თუკი დღეს პარტნიორობის ნაცვლად მორჩილებას გვთავაზობენ რიგი სახელმწიფოები, მაშინ გამოდის, რომ ბრძოლა ისევ გრძელდება.
9 აპრილს ჩვენი ახალგაზრდების სისხლი დაიღვარა. ცვლილებების არდში ყოველთვის ახალგაზრდობა იდგა. დღესაც ასეა, საქართველო ახალი ეპოქის დასაწყისშია და ახალ ეპოქას ახლებურად გააზრება სჭირდება. ეს არის სწორედ უდიდესი პრობლემა ჩვენში. სამწუხაროდ, ის ახალგაზრდები, დემოკრატიის მთავარ საზომს – გამჭვირვალობას რომ აპროტესტებენ, სწორედ საბჭოთა ახალგაზრდებს დაამსგავსეს მათმა დამკვეთებმა. ეს კი საშინელებაა.
ქართველი ახალგაზრდები ყოველთვის უნდა იყვნენ 9 აპრილის სულისკვეთების, რომელმაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას. დღეს სწორედ ეს თავისუფლება გვაქვს შესანარჩუნებელი. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამკვიდრება მიმდინარეობს ახალ გეოპოლიტიკაში. ამ გზასაც ღირსეულად გავივლით და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზანს, რაზეც დღევანდელი ახალგაზრდობა ოცნებობს, ეს არის – გამთლიანებული, ეროვნული და ევროპული საქართველო“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი მიზანია, გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გაძლიერება და სრულად იქნეს საქართველოს პოტენციალი გამოყენებული, რათა ის გახდეს მთავარი ფინანსური, ეკონომიკური და კომერციული ცენტრი

ფარისევლობა-თვალთმაქცობის სინონიმად იქცნენ ის გარე აქტორები, რომლებიც დასავლური პოლიციის ბრუტალურობას “ვერ ხედავენ”, ხოლო საქართველოს დეპოლიტიზირებულ პოლიციაში ეძებენ არარსებულ ხინჯებს

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი