აუსტრევიჩიუსი სირაძისა და “ხარებასთვის” სანქციების დაწესებას ითხოვს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ითხოვს, სანქციები დაუწესდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძესა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას”.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქართველი ხახის ნებას და აკავებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს.
“საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ავალდებულებს, პოლიტიკური რეფორმების გატარებას. მცდელობა, რომ რეპრესიული კანონი გამართლდეს დასავლური პრაქტიკით, უბრალოდ პათეტიკურია. ეს კანონი არის რუსულ ავტორიტარიზმთან დაახლოება. ამავე დროს, მე მივესალმები საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ოპოზიციურ განწყობას და ქმედებებს და სამოქალაქო აქტივიზმის დასავლური მომავლის დასაცავად.
კოლეგებო, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვიწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გამოიყენონ მიზნობრივი სანქციები იმ ადამიანბეის მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და აორგანიზებს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას. კერძოდ, ზვიად ხარაზიშვილი და ვაჟა სირაძე. ეს ადამიანები მოქმედებენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის განმეორებით მიღების მცდელობა, არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედიის
აუსტრევიჩიუსმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო პარტია “ახალის” თანადამფუძნებელზე, ზე მადლობის გადახდით, რომელიც ესწრებოდა ევროპარლამენტში დებატებს საქართველოს შესახებ. ევროპარლამენტარმა გვარამიას “თავდადებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის” მადლობა გადაუხადა.