აუსტრევიჩიუსი რუსულ კანონზე: ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს

არსებობს ასეთი მცდელობა, რომ შემოატრიალონ უცხოეთის გავლენის შესახებ კანონზე დისკურსია. საქართველოში მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობენ ახსნან, რომ ეს დასავლური პრაქტიკაა და ევროკავშირს რაღაც მსგავსი კანონი აქვს, შესაბამისად ამ კანონის მიღებით საქართველო უბრალოდ ამკვიდრებს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. ეს არასწორია. არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. ევროკავშირში ჩვენ ნამდვილად არ ვცდილობთ გავაკონტროლოთ არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორც ეს ქართულ ოცნებას სურს. შესაბამისად, ეს ნამდვილად არაა ევროპული პრაქტიკა. ჩვენ საქართველოსთვის არ გვითხოვია, რომ ეს კანონი მიეღოთ. მარტივად, ეს არაევროპულია. [კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს კანდიდატის სტატუსს და საფრთხეში აგდებს ქვეყნის ევროპულ გზას.