“ატალანტას” დამარცხების შემდეგ ლუკაკუმ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა “ნაპოლიმ” გასვლაზე “ატალანტას” 3:2 სძლია.
მატჩის დასრულების შემდეგ “პარტენოპეის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ ადგილობრივ DAZN-ს ესაუბრა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არის თუ არა “ნაპოლი” კვარაცხელიას გარეშეც ძლიერი.
“კვარა მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მას საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ახლა ჩვენ საკუთარ თავზე ვართ ორიენტირებულნი”, – თქვა მოკლედ ლუკაკუმ.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული დაპირისპირება “პარტენოპეიმ” სწორედ ბელგიელის გოლით მოიგო. ლუკაკუს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 19 შეხვედრაში 8 გოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში