ასობით უსაბუთო ემიგრანტი ს გავლით – ესტონეთი რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას აანონსებს – Politico

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების რაოდენობის დრამატული ზრდა არიან მოსკოვის მიერ ორკესტრირებული “უხეში ჰიბრიდული თავდასხმის” ნაწილი. მან თქვა, რომ შესაძლოა ქვეყანამ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი ჩაკეტოს.
ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, მაგნუს ცაჰკნამ თქვა, რომ “მზად არის რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისთვის”, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება. “ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მხოლოდ ში არ იბრძვის; არამედ საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებს”, – თქვა მან.
ამავდროულად, ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მთავრობა გეგმავს გაუმკლავდეს საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის პოტენციურ ზრდას მას შემდეგ, რაც ფინეთმა სამშაბათს დახურა რუსეთთან ყველა საგუშაგო და დაადანაშაულა კრემლი მიგრანტების კრიზისის გაღვივებაში.
მინისტრი ამბობს, რომ მოსკოვის “გავლენის აქტივობა” გამიზნულია ანგარიშსწორებისთვის სკანდინავიური ქვეყნის გადაწყვეტილების გამო, გაწევრიანდნენ ნატოში.
ასობით ადამიანი ავღანეთიდან, იემენიდან, სომალიდან და მაროკოდან, ჩავიდა ფინეთში ბოლო კვირებში, ბევრი მათგანი საკმარისი დოკუმენტაციის გარეშე. გაურკვეველია, როგორ შეძლებდნენ ისინი რუსეთში შესვლას ან გასვლას, თუ ხელისუფლების მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა რეჟიმი ასე გიტევს, ის ბოლომდე წავა, გაჩერდება იმ შემთხვევაში, თუ მის ძალადობას დაუპირისპირდება გადაულახავი ძალა, რომელიც მას დააფრთხობს – ძალას ახლა კი ვხედავ, მაგრამ ეს ძალა დაქსაქსულია

ირაკლი კირცხალია ALDE-ზე – „მოლოტოვის“ მსროლელ ლაზარე გრიგორიადისს გმირად გვირაცხავ, შემდეგ, ზრდასრული ლაზარე რომ გამოჩნდა, რომელიც ტერორიზმს გეგმავდა, ამას ახალისებ, აქ გასაკვირი და ახალი არაფერია