ასლან ბჟანია – არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ აფხაზეთზე რუსეთის გავლენა მხოლოდ დამღუპველ ხასიათს ატარებს და საჭიროა რუსული გავლენის მაგივრად ანგლოსაქსების გავლენის გავრცელება – რატომ არ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველომ გვაღიაროს?

საჭიროა არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში დეტალურად გარკვევა, რუსული გავლენის ანგოსაქსური გავლენით ჩანაცვლება სურთ. ამის შესახებ ოკუპირებული ს ე.წ. “პრეზიდენტმა” ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. “აფხაზეთის ხელისუფლება” დეტალურად უნდა გაერკვეს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში, კერძოდ ისეთების, რომლებიც “სა და აფხაზეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი” სახელმწიფოების მხრიდან ფინანსდებიან. კერძოდ, მან USAID-ის საქმიანობა დაასახელა.
“[ისინი] თვლიან, რომ რუსეთის აფხაზეთზე გავლენა მხოლოდ და მხოლოდ დამღუპველ ხასიათს ატარებს, და საჭიროა ამ გალვენის შემცირება. და რუსული გავლენის მაგივრად აქ ანგლოსაქსების გავლენის გავრცელება”, – განაცხადა ბჟანიამ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “პრეზიდენტის” თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები იმის პირობებს ქმნიან, რომ აფხაზეთი “საქართველოს შემადგენლობაში შევიდეს”.
“რატომ არ მუშაობენ იმაზე, რომ საქართველომ გვაღიაროს? – თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლბას აღიარებს, ყველა საკითხი ავტომატურად იხსნება… მიმდინარეობს იდეოლოგიური მუშაობა იმ ნაწილში, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ეხება. სრულიად ზუსტად შეგვიძლია თქმა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს, მიზანმიმართულად დაკავებულია იმით, რომ რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობები გაუარესდეს. რუსეთის ფედერაციასთან ზოგიერთი ჩვენი პროექტებისა და საბუთების ბლოკირებაზე გარკვეულ აქციებს ატარებენ. ამ ყველაფერს ადგილი აქვს. ამიტომ, ამ მხრივ, გარკვეული წესრიგის დამყარება გვსურს”, – განაცხადა ბჟანიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ში რუსეთისთვის აგარაკის გადაცემის საკითხში “წერტილია დასმული”.
“[აგარაკზე] გადაწყვეტილება მიღებულია – სამართლიანი გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდებოდა”,-განაცხადა ე.წ. “პრეზიდენტმა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს