ასე უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება

ასე უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება
„ოპოზიციონერი აქტივისტები რომლებმაც შემდეგი შინაარსით – “ენა, მამული, ერთობა” გაურკვეველი მისიით ფიცი დადეს და დიდი ილიას სიტყვებიდან სარწმუნოება ამოიღეს, როგორც ჩანს, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. სინამდვილეში პრობლემა კი ძალიან დიდია, რადგან ოდითგანვე ქართველი და ქრისტიანი ერთი შინაარსის მატარებელი იყო.“-წერს „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი წერს, სამწუხაროდ ასე, ერთი შეხედვით უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება.
“მამული, ენა და სარწმუნოება” ეს სიტყვები საღმრთო მადლის მატარებელი, ეროვნული იდეის საფუძველთა საფუძველია და “კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს”, რადგან მას საუკუნო დევიზის მნიშვნელობა აქვს!
ოპოზიციონერი აქტივისტები რომლებმაც შემდეგი შინაარსით – “ენა, მამული, ერთობა” გაურკვეველი მისიით ფიცი დადეს და დიდი ილიას სიტყვებიდან სარწმუნოება ამოიღეს, როგორც ჩანს, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. სინამდვილეში პრობლემა კი ძალიან დიდია,
რადგან ოდითგანვე ქართველი და ქრისტიანი ერთი შინაარსის მატარებელი იყო. გაქრისტიანების ნაცვლად ხშირად გამოიყენებოდა სიტყვა – გაქართველდაო, ანუ ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში მთელ საქართველოს აერთიანებდა და სწორი გაგებით დღესაც აერთიანებს.
სამწუხაროდ ასე, ერთი შეხედვით უწყინარი ჩასწორებებით ხდება აზრის ფორმირება და ერის კულტურული გადაგვარება. ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ნუ დადგებით ფულზე გაყიდული ფასეულობებისაგან დაცლილი ხალხის გვერდით. ხომ ხედავთ, მათ ქართველობა სულ სხვაგვარად ესმით.“-წერს თამთა მეგრელიშვილი.
Next: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს – ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე

ასევე დაგაინტერესებთ

FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის „ფორმულა“ – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები“ – სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს