რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ილჰამ ალიევმა არაერთხელ მოსთხოვა რუსეთს ბოდიში მოეხადა აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებისათვის და გადაეხადა მრავალმილიონი კომპენსაცია დაღუპულთა ოჯახებისათვის და საავიაციო კომპანიისათვის. რუსეთი დავიდან აიგნორებდა ამ მოთხოვნას, მაგრამ ორიოდე დღის წინ იძულებული გახდა თანხმობა განეცხადებინა.
ასე იქცევა ღირსეული ხელისუფლება, როცა იცავს თავისი ქვეყნის ავტორიტეტს და მოქალაქეების ინტერესებს.
გუშინ, სტარსბურგის სასამართლომ 253 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა რუსეთს აგვისტოს ომში 29 ათასი ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის. მანამდე ჯერ 10 მილიონი ევროს, შემდეგ კი 130 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაეხადათ ჩვენი მოქალაქეებისათვის. სულ რუსეთს დეკისრა 393 მილიონი ევროს გადახდა. საქართველოს ხელისულება ხმას არ იღებს, არასდროს მიუმართავს რუსეთისათვის ამ თანხის მისაღებად. მათი არგუმენტი არის ის, რომ რა აზრი აქვს, მაინც არ გადაიხდიანო. სინამდვილეში, არ უნდათ გაანაწყენონ ოკუპანტიდან “მეგობრად” გარდაქმნილი დამნაშავე სახელმწიფო.
რუსეთს 300 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული საერთაშორისო ინსტიტუტებში. საქართველომ აქედანა უნდა მოითხოვოს ამ ვალდებულების დაფარვა. 29 ათასმა ადამიანმა, რომელთაც სახლ-კარი გადაუწვეს და თავისი მიწიდან გამოდევნეს, უნდა მოსთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას მოქმედება, რათა გამოყენებული იქნას საერთაშორისო მექანიზმები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისათვის გაყინული 300 მილიარდი დოლარის განბლოკვაზე და მისი უკრაინის დასახმარებლად და სხვა მიზნით გამოყენებაზე ჯერ-ჯერობით არ არის მიღწეული კონსესუსი დასავლეთის სახელმწიფოებს შორის, ამ ფულიდან მიღებული შემოსავლები პროცენტების სახით, რომელიც წელიწადში 10 მილიარდ დოლარამდეა, უკვე შეუფერხებლად გამოიყენება. ამ ფულით უნდა იქნას დაფარული რუსეთის ვალდებულებები ჩვენი მოქალაქეების წინაშეც.“
