“ასე გულისამრევად ივანიშვილი არავის არ მოქცევია” – გვარამია

პარტია “ახალის” ლიდერი, ნიკა გვარამია, საპატიმროდან, სადაც წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო ჩასვეს, გავრცელებულ წერილში ეხმაურება სუსის ბრიფინგს, რომლის თანახმადაც ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ირაკლი ფარცხალაძის სახლები გაჩხრიკეს და წერს:
ღარიბაშვილი-ლილუაშვილი-ფარცხალაძის საკითხზე.

ფაქტი ერთია: ასე გულისამრევად ივანიშვილი არავის არ მოქცევია, მიხეილ სააკაშვილის გარდა. ჩამორთმეული ბავშვების ლეპტოპები (სტიკერებზე ჩანდა, რომ შვილების იყო), ცოლების, დედებისა და დების სამკაულები, ყოფილი თანამდებობის პირების საათები. რომელი არ გვქონდა აქედან ნანახი? ან რა 7 მილიონი, რატომ 70-ჯერ 7 არ აქვს თითოეულს, ვინ არ იცის ეს ქოცებში? მეტიც, რიგითი ქოცები, ამომრჩეველიც კი იმ ჭკუაზეა, რომ როცა ,,გაიზრდება’’ კორუმპირებული გამოვიდეს და ფული იშოვნოს:) ან რომელ კორუფციაზე ლაპარაკობს პარტია, რომელმაც თბილისის მერად მესამე ვადით კალაძე წამოაყენა? კორუფციას რომ ერთეული ჰქონდეს, ის კალაძეში გაიზომებოდა ბიძინა კორუმპირებული არაა, ის მატერიალიზებადი კორუფციაა. მაგალითად, წლებია ვითხოვთ ამ კაცის მიერ გადახდილი გადასახადები გამოაქვეყნონ. არ არსებობს ასეთი რამ! ივანიშვილი არც ერთ იურისდიქციაში არც ერთ გადასახადს არ იხდის ყველაფერ დანარჩენს რომ შევეშვათ, ამაზე მეტი კორუფცია შეუძლებელია სახელმწიფოს მიმტაცებლის მხრიდან. ათობით მილიარდ ლარზე ვლაპარაკობთ რომ გვესმოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს