სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, ე.წ. მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით.
„ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“ და მათ, ვინც მის მიერ ქართველი ხალხის იმედებისა და მისწრაფებების განადგურებას ხელს უწყობს“, – წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.
ipn.ge