ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას, სამხრეთ კავკასიაში, საქართველო ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ სტაბილურობაში – ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ქართულ მხარეს რეფორმების წარმატებით განხორციელება მიულოცა. პია კაუმამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადება გააკეთა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
“გვსურს, წავახალისოთ საქართველო, რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი. თქვენ ევროკავშირში ძალიან გელოდებიან, მათ შორის ჩემი ქვეყანა – ფინეთი. მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა იმის სათქმელად, რომ ვაფასებთ თქვენი პარლამენტის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც ევრომისწრაფებების, ისე საარჩევნო მიმართულებით. მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზაცია სადამკვირვებლო მისიებს ახორციელებს და ბოლოს, ამ მიზნით, თქვენთან სამი წლის წინ ვიყავი. იმედია, მომავალ წელსაც დაგვპატიჟებენ, რომ შემდეგი არჩევნების დაკვირვებაც შევძლოთ. მსურს ხაზი გავუსვა, რომ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ მისი დემოკრატიული თუ ეკონომიკური განვითარების გზაზე, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ხაზს ვუსვამთ იმ ფაქტს, რომ ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას, სამხრეთ კავკასიაში, თქვენ თამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონულ სტაბილურობაში. ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ. საქართველო მრავალი წელია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია და აქტიური პარტნიორია, როდესაც საქმე დემოკრატიისა თუ საკანონმდებლო დონეზე განვითარების საკითხებს ეხებათ, იქ სადაც დემოკრატიული ნაბიჯებია გადასადგმელი. კიდევ ერთხელ გილოცავთ რეფორმებსა და ახალ გზას ევროპისკენ,” – აცხადებს პია კაუმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. პია კაუმასთან შეხვედრას გამართავს ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ევროპული გზა არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს

„ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ საბოტაჟს უწყობს რუსთავის მოსახლეობას, ეს მაგალითი კარგად გვიჩვენებს, თუ რა კატასტროფა შეიძლება დატრიალდეს საქართველოში, შეუძლებელი რომ მოხდეს და ხელისუფლებაში დაბრუნდნენ