თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი, უფლებადამცველი დავით ჯანდიერი საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე მივიდა.
გუშინ, 10 ოქტომბერს, დავით ჯანდიერმა დაწერა, რომ მასთან მისულები იყვნენ სუს-ის გამომძიებლები, რომლემაც გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მისგან უარი მიიღეს.
“ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო. უბარლოდ შოკში ვარ”, – დაწერა ადვოკატმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე.
ცოტა ხნით ადრე ამ ამბამდე სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დავით ჯანდიერი იყო შუამავალი გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძეს შორის არსებული სავარაუდო გარიგებისა.
სუს-ის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადმა ფინანსისტმა“, გიორგი ბაჩიაშვილმა ციხეში საკუთარი თავის სცემის ინსცენირება დაგეგმა.
ამ საქმის გამო იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.
მათგან ერთი, „გლდანის ციხის“ ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს.
მეორე, პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძეს 9 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს.
დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ ეს არის წარმოუდგენელი და აბსოლუტურად გაუგებარი რამ და რომ საბჭოთა კავშირის მერე არ არსებობს პრეცედენტი, რომ ადვოკატი კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით დაებარებინოთ ამ სტატუსით:
„ჯერ ერთი, ძნელდ დასაჯერებელია, რომ ასეთი რამ ციხიდან გააკეთოს ადამიანმა, მაგრამ ი ფაქტი, რომ ამ საქმეზე მე ვარ მოწმედ დაბარებული, ეს საერთოდ სრული შოკია. ასეთი ჩარევა შეიძლება შეფასდეს მხოლოდ როორც ზემოქმედება“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა, რომელსაც მხარდაჭერა არაერთმა კოლეგამ გამოუცხადა.
