ასეთი შეთავაზება მერიისგან არასოდეს ჰქონია თბილისის მოსახლეობას, მაგრამ არ იყენებენ. და თუ კიდევ იქნება მსხვერპლი, ეს მხოლოდ მათივე პასუხისმგებლობით

„მერიას უჭირს ხალხთან ურთიერთობა, რადგან მოსახლეობის ნაწილი ითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე აქვთ. ელოდებიან ინვესტორებს არარეალური ფასებით და ამასობაში ავარიული სახლები ინგრევა“- წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. ექსპერტი, ვაგზალზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მერია მოსახლეობას სთავაზობს დაზიანებული შენობის ხელახლა აშენებასა და გარემონტებას, მანამდე კი თავად მერია უზრუნველყოფს მოსახლეობის ქირით გადაყვანას.
თამარ ჩიბურდანიძემ განმარტა, რომ ამ პროგრამის აღსრულებას მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა სჭირდება, რაც სამწუხაროდ, ხშირად არ არის ხოლმე. “უკვე რამდენიმე წელია მერიამ არაჩვეულებრივი პროგრამა შესთავაზა თბილისის მოსახლეობას, ავარიული სახლების მაცხოვრებლებს იგივე ფართს თავად უშენებს და გარემონტებულს აბარებს. ხოლო მანამდე, თავად გაჰყავს ქირით იგივე უბანში, იგივე ფართში.
მაგრამ ამას სჭირდება მეზობლების 100%-იანი თანხმობა. ეს არის არაჩვეულებრივი წინადადება ხალხისთვის, მაგრამ ვინ იყენებს? მერიას უჭირს ხალხთან ურთიერთობა, რადგან მოსახლეობის ნაწილი ითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე აქვთ. ელოდებიან ინვესტორებს არარეალური ფასებით და ამასობაში ავარიული სახლები ინგრევა. საფრთხე ყოველდღე კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან ძველი თბილისის სახლები ამას ვეღარ უძლებს. როდესაც ევროპელობაზე და მაღალ დონის განვითარებაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო კულტურა და განათლება გვჭირდება. რაც გუშინ მოხდა, ეს მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის პასუხისმგებლობაა. ასეთი უბედური შემთხვევისგან არც მომავალში ვართ დაზღვეული და თუ კიდევ იქნება მსხვერპლი, მხოლოდ მოსახლეობის პასუხისმგებლობით. ამ საფრთხეს ყოველდღე ველით, განსაკუთრებით ძველი თბილისის ქუჩების მაცხოვრებლები. თუკი რაიმეს იძულებით გაგაკეთებინებს ხელისუფლება, ისევ შენივე სიცოცხლის დასაცავად, ამას ძალადობად მიიჩნევენ, ხოლო ნებაყოფლობით არჩევანს რა შედეგიც მოჰყვა, ყველამ ვიხილეთ,“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაზე შეურაცხადი პოზიცია, რომელიც ჩვენმა დაუძინებელმა ხუთმა “მეგობარმა” გააჟღერა, ბრიუსელში უმრავლესობამ არ მოიწონა – ევროკავშირისთვის საქართველოს დაკარგვის პერსპექტივამ გადაწონა “დიფ სთეითის” აგენტურის ავანტიურული სცენარი