,, ასეთი რომ იყოს, ჩვენ ამ დოკუმენტს არ დავეთანხმებოდით” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრი, თამარ ჩერგოლეიშვილი პრეზიდენტის ,,ქართულ ქარტიაზე”:
,,ჩემთვის სრულიად გაუგებარია სად დაინახეს ტექნიკურ/დროებითი მთავრობა ქართულ ქარტიაში.
ასეთი რომ იყოს, ჩვენ ამ დოკუმენტს არ დავეთანხმებოდით.
1. მთავრობა არ სახელდება არჩევნებამდე – ამ ფორმატში; (თორემ თავისი კაბინეტი ყველა პარტიას შეუძლია დაასახელოს).
2. არჩევნების შედეგად პრეზიდენტთან კოორდინაციაში პარლამენტი ნიშნავს მთავრობას – პრეზიდენტის სურვილი გასაგებია, რადგან თავად იღებს გარანტის როლს, გავლენასაც ითხოვს პროცესზე, გავლენის გარეშე პასუხისმგებლობა როგორ აიღოს?
მაგრამ პარლამენტი ნიშნავს და პარლამენტში ის პარტიები არიან, ვისაც მანდატი აქვს და ვინც ქარტია უნდა შეასრულოს.
3. პრეზიდენტი აქვე ამბობს, რომ
მთავრობის შერჩევის კრიტერიუმი მათი პროფესიონალიზმი იქნება და არა პარტიული წონა – ესეც გასაგებია, ამომრჩევლის შიშებს აზღვევს.
4. ვადამდელი არჩევნების ლოგიკაც გასაგებია – დღეს, ამომრჩევლის ნებას არც ოპოზიცია განასახიერებს, ოპოზიციური ველიც დამახინჯებულია ოლიგარქიული პოლიტიკით, თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის და ტელემედია შანტაჟის შედეგად ამოზრდილი მარიონეტებით.
ამიტომ, რეფორმების შემდეგ, ბუნებრივი სურვილია რომ ვადამდელი ჩატარდეს თავისუფალ გარემოში რათა პარლამენტმა საუკეთესოდ ასახოს ხალხის ნება.
5. ვადამდელი არჩევნების დათქმა დროებით მთავრობას არ ნიშნავს. პარლამენტიც იშლება და ახალი ირჩევა. რა შუაშია დროებითი მთავრობა?
(რაღაცეები არის უშუალოდ რეფორმებში, რასაც სხვანაირად ვხედავთ, მაგრამ მანდ გონივრული კომპრომისების სივრცეებიც დატოვებულია, ამიტომ ხელმოწერაზე უარის საფუძველი არ არსებობს ჩვენთვის).“

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: მიაქციეთ ყურადღება სიტყვას: „მოქალაქე“. პროკურატურა მალავს, რომ სინამდვილეში ეს „მოქალაქე“ მათი აგენტი-პროვოკატორია (რომლის ვინაობაც ვიცით) და ექიმს დანაშაულის პროვოცირება მოუწყეს

დავით ფანჯაკიძე – მინდა, რომ როცა დავსხდებით ფინჯან ყავასთან და გავარჩევთ საკითხებს, გვერდით გამოიაროს ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენთან ერთად დალიოს ყავა, ხოლო გვერდით მაგიდასთან იჯდეს მიხეილ სააკაშვილი – ეს არის ნორმალური ქვეყანა

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური – უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის დანაკარგების საერთო რაოდენობა, დაჭრილების ჩათვლით, 1.5 მილიონ ადამიანს შეადგენს – აქედან 500 000 მოკლულია