არ ჩერდება – დავითაშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

ლიგა 2-ის 34-ე ტურში „ბორდო“ საკუთარ მოედანზე „დიუნკერკს“ 2:0 ამარცხებს. პირველი ტაიმის ბოლოს ჟირონდული გუნდი ჟან ვიპოტნიკმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ კი ზურიკო დავითაშვილმა ლამაზი გოლი გაიტანა.
დავითაშვილმა ზედიზედ მეხუთე მატჩში გამოიჩინა საგოლე მოქმედებით თავი. მის ანგარიშზე 33 მატჩში 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.