არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის

არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც სიძულვილია, მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის
2022 წელს ჩვენ ვთქვით უარი ომში ჩართვაზე და ამის შემდეგ დაიწყო აბსოლუტურად გაუგონარი შანტაჟი, ჯერ არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ამის შემდეგ უკვე მერამდენედ აღიარეს, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამის მიუხედავად, მოლდოვას, ბოსნიას და სხვა ქვეყნებს მისცეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს – არა.
„გასაგებია, რაშიც არის საქმე. ჩვენ ვთქვით უარი მოთხოვნის შესრულებაზე და ამის შემდეგ დაიწყეს ევროპული ბიუროკრატიის გამოყენება შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც ძალიან სამწუხაროა. არ შეიძლება, ევროკავშირი ასოცირდებოდეს ისეთ მოვლენებთან, როგორიც არის სიძულვილი და თქვენ ხედავთ, რომ ამასთან ხდება დღეს ევროპული ბიუროკრატიის ასოცირება. მათ ღიად მოითხოვეს ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, როდესაც მოუწოდეს ხალხს, რომ გამოსულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და ხმა მიეცათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებისთვის. არ შეიძლება, ასეთ რაღაცებთან ასოცირდებოდეს ევროკავშირი ქართველი ხალხის აღქმაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში