“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

პროევროპულ აქციებზე, სპეცრაზმის მიერ სასტიკად დაშავებული ალექსი თირქია, ალბათ, ყველას გვახსოვს. 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას 21 წლის ალექსის, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსული გაარტყეს, იგი 19 დეკემბერს გაწერეს კლინიკიდან. მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა.

ალექსი თირქია, სოციალურ ქსელში ვიდეოს და იმ ფოტოებს აქვეყნებს, რომლებიც არასოდეს გამოუქვეყნებია და წერს:

მინდა ეს ჩანაწერი გამოვასაჯარავო, რადგან ხალხის უმეტესობას ეს სიუჟეტი ნანახი არ ექნება.
პირველი არხი ( სიუჟეტში ჩასმული აქვთ სხვა დაზარალებულის ფოტო, რადგან ხალხი სავარაუდოდ დაარწმუნონ რო ვიზუალურად მსგავსი დაზიანებები არ აღმენიშნება რაც რეალურად მაქვს) ამ სიუჟეტის შესახებ თავადაც წუხელ შევიტყვე და არ მინდოდა ესე უბრალოდ გამეტარებინა. ნათელია რომ ეს ტელევიზია ცდილობს ლაითად გამოიყვანოს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ გაჩვენებთ რეალურ ფოტოებსაც.
გამოიყვანოს ჩემი მდგომარეობა, მაგრამ გაჩვენებთ რეალურ ფოტოებსაც.
ვრცლად