მსახიობმა ნინო კასრაძემ ვასო აბაშიძის თეატრის წინ ხელოვანების საპროტესტო მანიფესტზე განაცხადა:
როდესაც ვამბობთ, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ანდროს, აქ საუბარია ყველაზე, ვინც არის პატიმარი. ანდრო არის სახე იმ ხალხის, რომლებიც სისტემის ტყვენი არიან. ანდრო გახდა ნუგეში და სიმბოლო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საზოგადოება არ იცნობს სახეზე. ბოლო კვირა უპრეცედენტო შეტევაა ანდროს ოჯახზე, ცდილობენ ჩირქი მოსცხონ მის რეპუტაციას, ანდროს არ შეუძლია ციხიდან უპასუხოს, მაგრამ ჩვენ, მისი მეგობრები და ახლობლები დავიცავთ ანდროს, მის ოჯახს და მის ავტოტრიტეტს არ შევალახინებთ. 10 ათასობით ადამიანი დგას ქუჩაში, იცავენ საკუთარ მომავალს და უძლებენ რეპრესიებს. ესენი ჩვენი მომავალი არიან. ნუთუ აღარ დადგა დრო მოუსმინონ და დაელაპარაკონ ამ ხალხს. მე დაღდასმული თაობა ვარ, შიშით და აკრძალვებით, ახლა კი მოვიდა ის თაობა, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული,რომელსაც არ ეშინია. იცის რა უნდა, აქვს თავისი ხედვები, ერთადერთი რაც აკლია, გამოცდილებაა, თუ ხელს არ შევუშლით და ვაცლით, ესეც ექნებათ და მათ ეძახიან, მოსყიდულებს, მართულებს, უსამშობლოებს, ჩვენი შვილები ამას არ იმსახურებენ. მათ აქვთ ლეგიტიმური კითხვები და ბრაზი და ამას პასუხი უნდა გავცეთ. არ მოვიტყუოთ თავი, ჩვენი შვილები იქ დგანან.თავისუფლება ანდრო ჭიჭნაძეს და უკლებლივ ყველა სისტემის პატიმარს“, – განაცხადა ნინო კასრაძემ.