არ მოგეჩვენათ, ეს ნიკა გვარამიას, “ნაციონალური მოძრაობის”სინონიმის აღიარებითი ჩვენებაა – თამთა მეგრელიშვილი

, რომელიც მედია მენეჯერობის სტატუსით კანონს ემალებოდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი და მან ს დროის ციხის პირობებსა და ახლანდელი ციხის პირობებს შორის განსხვავება საკუთარ თავზე გამოსცადა“, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ქართული ციხე 2012 წლიდან დღემდე არის ადამიანის უფლებებზე მორგებული სისტემა, რომელშიც რეფორმების პროცესი საჭიროებაზე მორგებული დღის წესრიგია.
„არ მოგეჩვენათ, ეს ნიკა გვარამიას, “ნაციონალური მოძრაობის”სინონიმის აღიარებითი ჩვენებაა…
ისიც კი ვერ მალავს და გაოცებულია იმით თუ როგორ მოახერხა “ქართულმა ოცნებამ” და შეძლო საკუთრივ კი ციხე, ადამიანის ღირსებაზე და მის საჭიროებებზე მორგებულ გარემოდ ექცია.
“ნაციონალური მოძრაობა” რომლის პოლიტიკური და იდეური შვილობილია ნიკა გვარამია, ციხეში აუპატიურებდა და კლავდა ქართველს კაცს.
2012 წელს “ქართულ ოცნებას” მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, პენიტენციურ სისტემას 24114 პატიმარი ჰყავდა.
2010-2011 წლებში ციხეში წამებით, არასათანადო მოპყრობით გარდაცვლილი 282 პატიმარი ირიცხებოდა.
კვლევით, რომლითაც 2000 პატიმარი გამოიკითხა, გამოკითხულთა 84% აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროინდელ ციხეში პატიმრობამ გაუჩინა სოციალური, მენტალური, ფსიქოლოგიური პრობლემები.
ყოველი მესამე ამბობდა, რომ ციხეში განუვითარდათ ქრონიკული, განუკურნებელი დაავადებები.
გამოკითხულთა 48% ის თქმით, მათ შრომისუნარიანობა მთლიანად წაერთვათ.
მიხეილ სააკაშვილის ციხეში წამება იყო პოლიტიკური დირექტივა პატიმრის ნების გასატეხად, იყო პრაგმატული მეთოდი ციხის სამართავად და იყო სადომაზოხისტური ტკბობა ციხის ადმინისტრაციისთვის.
კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სულხან მოლაშვილის 1365 დღიანი წამება როგორ, მისდამი სააკაშვილის პირადი შურისძიება ამ რეჟიმის მხილებად საკმარისია.
ქართული ციხე 2012 წლიდან დღემდე არის ადამიანის უფლებებზე მორგებული სისტემა, რომელშიც რეფორმების პროცესი საჭიროებაზე მორგებული დღის წესრიგია.
2018 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო რეფორმად გამოაცხადა.
ნიკა გვარამია, რომელიც მედია მენეჯერობის სტატუსით კანონს ემალებოდა, დამნაშავედ იქნა ცნობილი და მან მიხეილ სააკაშვილის დროის ციხის პირობებსა და ახლანდელი ციხის პირობებს შორის განსხვავება საკუთარ თავზე გამოსცადა.
მიხეილ სააკაშვილის დროს თუ ის იმ სისტემის ნაწილი იყო და ციხეში ადამიანების მასიურ წამებასა და მათი უფლებების დარღვევაზე დუმდა, მან “ქართული ოცნების” მიერ პენიტენციური სისტემის რეფორმაზე და ციხის განსხვავებულ, ადამიანის საჭიროებებზე მორგებულ პირობებზე აღფრთოვანება ვერ დამალა და აღიარა ის რაც აღიარა.
მინაწერი: ასეა, განსხვავება ნათელია და აღიარებაც შეიძლება თუ პოლიტიკური განწყობებით არ დაიბრმავებ თვალს“, – წერს მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ორი დღეა, ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს ხარჯთაღრიცხვას, რომ კოლოსალური თანხები შეაგროვა ხალხმა, პროტესტის დასაფინანსებლად. სინამდვილეში კი კეზერაშვილმა მოხსნა გუდას თავი და აგზავნის “მაყუთს”!

სანქციები იქნება, რა მერე? ივანიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია სანქცირებულია, მიუხედავად ამისა, „აქა დგას და სხვაგვარად არ ძალუძს„ და ეს 200 000-კაციან მიტინგზეც დაადასტურა, რამე ეტყობოდა რომ სანქციები აშინებს?!