„არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობა“ – დღეს ლუკაშენკო არჩევნებს ატარებს

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშნკო საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს, სადაც მეშვიდე ვადით იყრის კენჭს.
ს მოკავშირე ალექსანდრ ლუკაშენკი დამოუკიდებელი ბელარუსის ისტორიაში პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია და ამ პოსტს 1994 წლიდან იკავებს.
წინა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ბელარუსში 2020 წელს გაიმართა, ლუკაშენკომ თავი 80%-იანი მხარდაჭერით გამარჯვებულად გამოაცხადა. ლუკაშენკოს იმჟამინდელი კონკურენტი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებდა, რომ არჩევნებში თავად გაიმარჯვა და შედეგები გაუყალბეს, რასაც ბელარუსში მასობრივი პროტესტი მოყვა. თუმცა ლუკაშენკობ პროტესტი ძალადობრივი გზით ჩაახშო, ოპონენტების ნაწილი დააპატიმრა, ნაწილს კი ქვეყნის დატოვება მოუხდა. მათ შორის ბერალუსი დატოვა სვეტლანა ტიხანოვსკაია.
ახლა ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში 4 ფორმალური კონკურენტი ჰყავს. არჩევნებს არ აკვირდებიან დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლები.
თავად ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ამ არჩევნებში „მონაწილეობის მიღება არ უნდოდა“.
„არ მინდოდა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება… აბა, როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს, უკვე 30 წელი გავიდა. გარე პერსპექტივიდან ეს უხამსად კი ჩანს, თავს უადგილოდ ვგრძნობ, თითქოს სხვა არავინ არის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
ბელარუსის წინმსწრებად გამოეხმაურნენ ევროკავშირში. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ლუკაშენკო კიდევ ერთხელ დაინიშნავს თავს მორიგი ყალბი თ.
„ეს არის დემოკრატიის აშკარა შეურაცხყოფა. ლუკაშენკოს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს“, – განაცხადა კაია კალასმა.
ლუკაშენკოს განცხადებით კი, აბსოლუტურად არ ადარდებს, აღიარებს თუ არა არჩევნებს ევროკავშირი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ

იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით