არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას – კობახიძე კონგრესმენ უილსონის კრიტიკულ განცხადებებზე

პრემიერ-მინისტრი ეხმაურება შეერთებული შტატების „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის კრიტიკულ განცხადებებს და ამბობს: „არ მივაქცევდი ყურადღებას“.
„ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ასეთი ინტენსიური განცხადება კეთდება პოლიტიკოსის თუ ჩინოვნიკის მიერ, იკვეთება ხოლმე ფინანსური ინტერესის ნიშნები. არ ვიცი, რასთან გვაქვს საქმე. ყოველ შემთხვევაში არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას“, – განუცხადა ირაკლი მ ჟურნალისტებს 27 დეკემბერს.
„საზოგადოებამ ისწავლა, რომ არცერთ ცალკეულ პოლიტიკოსს არ უნდა გაეკიდოს განცხადებებში. გახსოვთ, რომ ხუთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, მაგრამ ამითაც ვერ შეძლებს საზოგადოებაზე ზემოქმედება“.
26 დეკემბერს კონგრესმენმა ჯო უილსონმა პლატფორმა X-ზე დაწერა:
„რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“
მან ამ პოსტს თან დაურთო ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და ს ფოტოები.
მანამდე ასევე დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიქტატურის დამყარებას ცდილობს, რის პასუხადაც -მა ყველანაირი დახმარება უნდა შეაჩეროს.
„კორუმპირებული, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე ბიძინა ივანიშვილი, ცდილობს საქართველოში დემოკრატია დიქტატურად გარდაქმნას. თუ ეს მოხდება, ჩვენ, პირველ რიგში ამერიკა უნდა დავაყენოთ და საქართველოსთვის ყველა ფინანსური დახმარება შევაჩეროთ“, – დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
კიდევ უფრო ადრე, თავდაპირველ პოსტში კი უილსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ს დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.
“ქართული ოცნების” წარმომადგენლები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებენ და აცხადებდნენ, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, – არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, – შტატების მიდგომები შეიცვლებოდა.
2024 წლის 1 დეკემბერს, ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.
„როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, – განაცხადა მან რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღემდე არ ჰქონიათ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ან მის მომავალ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაცია.