,, არ მესმის რატომ არ ვსაუბრობთ ნუგზარის მკვლელობაზე უფრო ხმამაღლა!” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
,,მთლიანად ვეთანხმები მურმან დუმბაძეს. დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წელს, ბათუმში გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნუგზარ ფუტკარაძე რუსულ სტილში მოწამლეს და მოკლეს, რათა ჩვენ არ გაგვეკონტროლებინა ბათუმის საკრებულო.
ეს დანაშაული აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე აღმოჩენილი და დასჯილი. არ მესმის რატომ არ ვსაუბრობთ ნუგზარის მკვლელობაზე უფრო ხმამაღლა!”

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)