არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი შეწყდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში კვლავ გაიმარჯვებს გონივრული აზრი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება

არ მაქვს მოლოდინი, რომ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი შეწყდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში კვლავ გაიმარჯვებს გონივრული აზრი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება
პარტია “ხალხის ძალის” საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის იარაღად გამოყენებას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის განმარტებით, ევრობიუროკრატების მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები, თითქოს ქვეყანამ ევროკავშირის გზას გადაუხვია, უარგუმენტოა და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც ადასტურებენ. “როდესაც ევრობიუროკრატების ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცვდება”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატების მხრიდან ვიზალიბერალიზაციით შანტაჟისა და მოსახლეობაზე ზეწოლის შეჩერების მოლოდინი არ აქვს, თუმცა აქვს მოლოდინი, რომ ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ მოხდება. “საგარეო ურთიერთობების მხრივაც დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა.
ევრობიუროკრატების მხრიდან ჩვენს მიმართ გაჟღერებულია ბრალდებები პრორუსულობის შესახებ, თითქოს საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს ა.შ. როდესაც ევრობიუროკრატების ამ ცარიელ და ლიტონ სიტყვებს არ მოჰყვება რეალური მტკიცებულებები და ქმედებები და მათი ამ განცხადებების საპირისპირო კეთდება საქართველოში, მაგალითად ხორციელდება ასოცირების ხელშეკრულება, სხვადასხვა უწყებები მუშაობენ, ქვეყნის პოლიტიკური კურსი აბსოლუტურად პროდასავლური და ცივილიზებული ღირებულებებისკენ არის მიმართული და ამას ადასტურებს სხვადასხვა რეიტინგებიც, რა თქმა უნდა, ეს იარლიყები უკვე ცვდება.
რაც შეეხება ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის თემას, ეს არის მათი ერთ-ერთი იარაღი, რომელიც მიმართულია მოსახლეობის შანტაჟისკენ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი [ევრობიუროკრატები] ამ იარაღს გადააგდებენ, შეწყდება შანტაჟი და არ იქნება ზეწოლა მოსახლეობაზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაში კვლავ გაიმარჯვებს საღი და გონივრული აზრი და საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება. ეს რომ მოხდეს, საქართველომ უნდა დაარღვიოს ის ტექნიკური მოთხოვნები, რაც ვიზალიბერალიზაციით არის გათვალისწინებული. ეს არის ოთხი დიდი ბლოკი – დოკუმენტების უსაფრთხოება, ადამიანების უფლებების დაცვა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. ყველა ამ ოთხი მიმართულებით საქართველოში არის პროგრესი და ამას ადასტურებს სხვადასხვა წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში