,, არ იციან რა დარდი და ტრაგედია ტრიალებს მათ ქვეყანაში? ეს ლუი ვიტონების ფრიალი რომელი პარალელური და არ არსებული რეალობიდანაა?” – თინა ხიდაშელი ფეხბურთელებზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი:
,,ფეხბურთი შესაძლოა ერთადერთი გართობა და სოციალურ-კოლექტიური სიამოვნებაა ჩემს ცხოვრებაში. კონცერტებზე არ დავდივარ, სტადიონებზე დავდივარ როცა და სადაც შემიძლია. განსაკუთრებით მიყვარს, მაინტერესებს, ძალიან სტაჟიანი გულშემატკივარი ვარ.
ხვალ რომ ფეხბურთია, რაღათქმა უნდა ვგულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს და არავისზე ნაკლებად არ მინდა მათი გამარჯვება.
მაგრამ, მაგრამ, დღეს და გუშინ მათი თანატოლების განაჩენებს რომ ვისმენთ, ამდენ სევდას რომ იტევს ეს ქვეყანა, დავიჯერო მათ არაფერი გაუგიათ ამის შესახებ? არ იციან რა დარდი და ტრაგედია ტრიალებს მათ ქვეყანაში?
ეს ლუი ვიტონების ფრიალი რომელი პარალელური და არ არსებული რეალობიდანაა? ნუთუ ესეც სწორია და თუ ფეხბურთ გიყვარს აუცილებლად უნდა მოვიწონოთ?
ხვალ რომ სტადიონზე გუგუნი იქნება თბილისი დინამო – მოსკოვის სპარტაკის თამაშების დროს გამოშვებულ პატრიოტიზმის ბოლს ხომ არ წააგავს თავისი არსით? სრულიად გულწრფელი იყო ქართელი გულშემატკივარი მაშინაც რომ განსაკუთრებით მოსკოვური გუნდების დამარცხებას შეჰნატროდა და ესწრაფოდა, მაგრამ სინამდვილეში ფეხბურთი არაფერ შუაში იყო. დიდწილად ეს პროტესტი იყო საბჭოეთის, რუსული ჩექმის წინააღმდეგ პროტესტი, ოღონდ მაინცდამაინც ამისთვის არაფერს აკეთებდა, დიდი ხნის მანძილზე მდუმარედ მიყვებოდა დინებას, ბრეჟნებვის ზასტოის და სხვა….
რა ვიცი, რა ვიცი, ესენიც 20-25 წლისანი არიან ….“
