არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ზელენსკისთან თანამშრომლობას – ვფიქრობ, ამერიკელების უმეტესობამ დაინახა ადამიანი, რომელთანაც არ სურთ საქმე ჰქონდეთ

არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ოდესმე ზელენსკისთან თანამშრომლობას, – ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკელი“ სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას.
„ის, რაც ვნახე ოვალურ კაბინეტში, უპატივცემულობა იყო“, – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა.
„ვფიქრობ, ამერიკელების უმეტესობამ დაინახა ადამიანი, რომელთანაც არ სურთ საქმე ჰქონდეთ. თუ როგორ წარმართა ზელენსკიმ შეხვედრა, როგორ დაუპირისპირდა პრეზიდენტს, ეს მეტისმეტი იყო. უკრაინასა და ამერიკას შორის ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაგრამ შეუძლია თუ არა ზელენსკის შეერთებულ შტატებთან გარიგების დადება მას შემდეგ რაც დღეს ვნახე? არ ვიცი“, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ