არ ვიცი, სამართლებრივად როგორ იქნება ისე მოწყობილი, რომ ზურაბიშვილი დაიკითხოს, მე არ ვარ მომხრე, წარსულში ასე ვიქექოთ – ალექსანდრე რაქვიაშვილი

უნდა გამოიკითხოს თუ არა, 7 ნოემბრის საქმეზე – ამ საკითხზე ”გირჩი” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ “წარსულში ქექვა არ არის საჭირო, რადგან ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე წარსული აქვს”.
“მე არ ვიცი, სამართლებრივად, როგორ იქნება ისე მოწყობილი, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაიკითხოს. მე არ ვარ მომხრე, წარსულში ასე ვიქექოთ, მძიმე წარსული გვაქვს და ქექვა რომ დავიწყოთ, ცუდ შედეგამდე მივალთ. ამიტომ, მომავალს უნდა შევხედოთ და წარსულს თავი დავანებოთ,”- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.
მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის აქციაზე და მიტინგის დარბევაზე, 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშინდელი ოპოზიცია საქართველოში რუსულ საქმეს ემსახურებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც “ნაცთან” ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო

„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა