არ ვიცი, რა საბოლოო სახეს მიიღებს დაანონსებული ახალი კანონი, თუმცა მის მიღებაში და დაცვაში სრულიად საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა

არ ვიცი, რა საბოლოო სახეს მიიღებს დაანონსებული ახალი კანონი, თუმცა მის მიღებაში და დაცვაში სრულიად საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა
დღეს კი, სამების საკათედრო ტაძარს, როგორც ჩვენი მართლმადიდებლობისა და ქართველობის სიმბოლოს შველა და თანადგომა სჭირდება “ლუციფერის” შემოტევების მოსაგერიებლად, მაგრამ უკვე, საკანონმდებლო დონეზე”, – ამის შესახებ, “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მიღებაში და დაცვაში, საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა მიიღოს მონაწილეობა.
“1996 წლის 3 მარტს, დიდი მარხვის პირველ კვირადღეს, “მართლმადიდებლობის ზეიმის” ტრადიციულ დღესასწაულზე, თბილისში შეიმჩნეოდა საინტერესო პროცესი: უკლებლივ ყველა ტაძრიდან, საკვირაო წირვის შემდეგ, ხატებით ხელში მახათას მთისკენ მიემართებოდა მრევლი. იმ დღეს სამების საკათედრო ტაძრის საძირკველი იკურთხებოდა.
დავით აღმაშენებლის ტაძრის სამრევლო მსვლელობაში მეც ვიყავი და ჩემი მეუღლეც მომავალი გრანდიოზული ეკლესიის ფუძეში ჩვენს მიერ ჩატანებული სიმბოლური ქვაც ჩაიდო.
დღეს კი, სამების საკათედრო ტაძარს, როგორც ჩვენი მართლმადიდებლობისა და ქართველობის სიმბოლოს შველა და თანადგომა სჭირდება “ლუციფერის” შემოტევების მოსაგერიებლად, მაგრამ უკვე, საკანონმდებლო დონეზე. მე არ ვიცი, რა საბოლოო სახეს მიიღებს დაანონსებული ახალი კანონის სახელწოდება თუ შინაარსი, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია.
ალბათ, “ეროვნული ტრადიციული ფასეულობების დაცვის”, ან მსგავსი სულისკვეთების სახელის მატარებელი იქნება.
მთავარია და ამას დღეს “ხალხის ძალის” ლიდერები აღნიშნავდნენ, ეს უნდა იყოს საზოგადოების და არა პარტიული დაკვეთა.
ამ კანონის შედგენაში, მის მიღებაში და მის დაცვაში სრულიად საქართველომ უნდა მიიღოს მონაწილეობა”, – წერს ქართველიშვილი.
Next: ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა მდინარაძე და დიმიტრი სამხარაძე ბათუმის, ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედასა და ხელვაჩაურის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა