“არ ვიცი, მდიდარი რომ ვარ, მაგიტომ მომისაჯა 5 დღე, თუ ღარიბი რომ ვარ, მაგიტომ” – მიხეილ ზაქარეიშვილი მოსამართლეზე

წინა პატიმრობაზე თორნიკე ქოჩქიანმა დადგენილებაში ჩამიწერა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს მხედველობაში მიიღო ჩემი ასაკი. არ ვიცი, ახალგაზრდა რომ ვარ, ამიტომ მომისაჯა 7 დღე, თუ ბებერი რომ ვარ, ამიტომ.
მაგრამ ზვიად ცეკვავა ეგეთი არაა. მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია. მას ცხოვრებაში სულ სხვა რამ აინტერესებს. ბატონმა ზვიადმა დადგენილებაში ჩამიწერა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინა ჩემი ფინანსური მდგომარეობა. მაგრამ არ ვიცი, მდიდარი რომ ვარ, მაგიტომ მომისაჯა 5 დღე, თუ ღარიბი რომ ვარ, მაგიტომ

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ყორშია: ბრძოლა, რომელიც დაიწყო სულხან-საბადან, რომელიც გაგრძელდა სოლომონ დოდაშვილით, გაგრძელდა თერგდალეულებით, ცისფერყანწელებით, ზვიად გამსახურდიათი, ეს არის თავისუფლების მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი დასაცავია (ვიდეო)

ზურა სიხარულიძე – გაფრთხილება: საქართველოში გამოჩნდა და ინტენსიურად იყიდება ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი, ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა – ის იწვევს ჰალუცინაციებსა და ფსიქოზს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიკვდილსაც!