“არ ვიცი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიცი” – კალაძის უცნაური განცხადება

“არ ვიცი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიცი” – კალაძის უცნაური განცხადება
თბილისის მერმა, მ BBC-ის მასალაზე საუბრისას, თქვა, რომ სიცრუეა, თუმცა, იქვე თქვა, რომ დარგის სპეციალისტი არაა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს. თუ დარგის სპეციალისტი არაა, ვინ უთხრა და ვისგან გაიგო რომ სიცრუა და რატომ ამბობს, რომ ამას სრული პასუხისმგებლობით აცხადებს – უცნობია.
„ეს არის სიცრუე, ცრუ კამპანია. ბევრი გვახსოვს ასეთი ფაქტი, სპეკულაციები. აღნიშნული მიმართულებით გამოძიება დაწყებულია. არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელი აკრძალულია. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. გამოძიებას დაველოდოთ. არ ვიცი, კოდებით ვერ ვისაუბრებ, არ ვარ დარგის სპეციალისტი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, რომელიც აკრძალულია. მე ნუ შემეკითხებით კოდებზე, არ ვარ დარგის სპეციალისტი. BBC ხომ არ ვართ, რომ უსაფუძვლოდ არგუმენტების გარეშე ვისაუბრო, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოძიება“
შეგახსენებთ, BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“
.BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.