“არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს…” – პრეზიდენტის მიმართვა თემურ ქათამაძეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში “ბათუმელი მედროშეს”, რეჟიმის პატიმარს, თემურ ქათამაძეს მიმართავს, რომელიც შიმშილობასთან 36-ე დღეა შიმშილობს.
“არ ვიცი ამის უფლება თუ მაქვს, თუმცა, მზიასავით ვეტყოდი რომ ამ ქვეყნის გადარჩენას მსხვერპლის მაგივრად ცოცხალი მებრძოლი სჭირდება”. – წერს ზურაბიშვილი.
თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. ოლიგარქის პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. ის 36-ე დღეა შიმშილობს.
პრეზიდენტს, 2 დღის წინ, საჯაროდ მიმართა გიორგი ჟამერაშვილმა, სწორედ, მის წერილს უპასუხა დღეს ზურაბიშვილმა:
მინდა საჯაროდ მივმართო საქართველოს პრეზიდენტ Salome Zourabichvili-ს რომელიც მეგობრებში მყავს და მჯერა აუცილებლად ნახავს ამ პოსტს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ციხე არსებობს კრიმინალისთვის. ვინც ჩაიდენს კრიმინალს, ეს იქნება უფლებადამცველი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ყველას ადგილი უნდა იყოს იქ, რისთვისაც არის ციხე შექმნილი. ეს არის პრევენციაც… (ვიდეო)

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან