“არ ვიზიარებ მამუკა ხაზარაძის ინტერვიუს ამგვარ ინტერპრეტაციას” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, :
არ ვიზიარებ მამუკა ხაზარაძის ინტერვიუს იმგვარ ინტერპრეტაციას,” რომ ის -ში ვიზიტის დროს იცავდა ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ ბიზნესმენებს. ის საუბრობდა არა ბიზნესმენებისთვის პასუხისმგებლობის აცილებაზე, არამედ ბიზნესებზე, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ქმნიან ქვეყნის ეკონომიკას, ავსებენ ბიუჯეტს და ასაქმებენ ათასობით ადამიანს. ამასთანავე, არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ამ “ნომენკლატურული კაპიტალისტების” დასანქცირება არ გამოიწვევს მათი ბიზნესების ნგრევას. ეს გარდაუვალია.
შესაძლოა სასარგებლოც იყოს, რათა მანკიერი, ხელისუფლების უშუალო ჩართულობით შექმნილი მონოპოლიების და კარტელების დანგრევა გზას გაუხსნის ჯანსაღ, კონკურენტუნარიან ბიზნესს.
ხოლო დასაქმებული, პროფესიონალური კადრები სწრაფად გადაეწყობიან ახალ სისტემებში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია