“არ ვაპირებ თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე გადავიარო – არა რუსულ ხელისუფლებას!“ – ანა ნაცვლიშვილი

კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, :
მოთხოვნები უცვლელია: უპირობო თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და ახალი, სამართლიანი . რუსული კანონის მიღება, რომელიც უდიდესი ბოროტება და სივერაგეა, ამ ქვეყანაში შესაძლებელი იმიტომ გახდა, რომ ჩვენ სახელმწიფო მოგვტაცეს: ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთა რუსმა ოლიგარქმა, წლების განმავლობაში. პარლამენტი მიტაცებულია, საერთო სასამართლო მიტაცებულია, საკონსტიტუციო სასამართლო მიტაცებულია, საგამოძიებო უწყებები მიტაცებულია, უსაფრთხოების სამსახურები მიტაცებულია, საარჩევნო ადმინისტრაცია მიტაცებულია, მედიის მნიშვნელოვანი წილი მიტაცებულია! რუსული კანონის შემდეგ კიდევ იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა – 26 ოქტომბერს, შემდეგ 28 ნოემბერს, შემდეგ ყოველ დღე და ღამე 28 ნოემბრის მერე, ერთი რუსული კანონის შეცვლა, თუნდაც უკან წაღება, ამას ვეღარ შეცვლის. თორემ არ იქნება ერთი რუსული კანონი, იქნება მეორე – ოფშორების, საჯარო მოხელეების რეპრესიის და ა.შ. და ა.შ. ივანიშვილმა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება გააჩერა, რახანია. ჩვენ ის უნდა აღვადგინოთ, ქართული კონსტიტუციის მოქმედების პირობებში კი ვეღარანაირი რუსული კანონი ვეღარ იარსებებს და ავტომატურად გაქრება. არ ვაპირებ თანამოქალაქეების დალეწილ ძვლებზე და გადამწვარ ნერვებზე გადავიარო. არა რუსულ ხელისუფლებას!“

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც