„არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას“ – ბჟანია ბიჭვინთის რუსეთისთვის გადაცემაზე

ს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ აფხაზურ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების სთვის გადაცემის საკითხს „წერტილი დაესვა“ და არ არსებობს გადაუჭრელი პუნქტები.
„შეთანხმებების შესახებ არსებობს პარლამენტის გადაწყვეტილება, არის მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც რატიფიცირებულია პარლამენტის მიერ. ეს ასეა, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის გადახედვას, არ მიგვაჩნია საჭიროდ. ზოგიერთს ეს არ გაუხარდა. ხალხი ეძებს თემებს, რომ შეარყიოს სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში მომავალი არჩევნების წინ.
ამას მე ვეძახი იაფფასიან პოპულიზმს და დემაგოგიას. ხალხის გარკვეული რაოდენობა სწორედ ამას აკეთებს. ეს მათი უფლებაა, დაე, ასე მოიქცნენ. ეს არაფერს შეცვლის ჩვენს ურთიერთობაში რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მიღებულია — სამართლიანი, სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც რუსული მხარე 13 წელი ელოდა, გადაწყვეტილება, რომელსაც აფხაზეთის ყველა ლიდერი თავის დროზე დაეთანხმა,“ — განაცხადა ასლან ბჟანიამ ინტერვიუში.
აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილის, აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების ხანგრძლივი პროტესტის მიუხედავად, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი 2023 წლის 27 დეკემბერს, დილის 6 საათზე შეიკრიბა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილებას დამსწრე 28 დეპუტატიდან 25-მა დაუჭირა მხარი. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში, სულ, 35 დეპუტატია.
ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. იმის გამო, რომ აფხაზეთის საზოგადოების ნაწილი, ოპოზიციურად განწყობილი და ნაკლებად პოლიტიზებული მოსახლეობაც კი, აღნიშნული შეთანხმების წინააღმდეგი იყო, ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადასაცემად აფხაზეთის პარლამენტის მიერ შეთანხმების შესახებ კანონის რატიფიცირებას ერთ წელიწადზე მეტი დასჭირდა.

ასევე დაგაინტერესებთ