არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას – ირაკლი ღარიბაშვილი

არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება, კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„გადახედეთ 30-წლიან ისტორიას, ყოველი მმართველის დროს ქვეყანაში იყო სამოქალაქო ომი, ომები რუსეთთან, ტერიტორიების დაკარგვა, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, პოლიციელების, მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება. საკითხი არის ძალიან სერიოზული. სერიოზული სიტუაციაა მთელს მსოფლიოში. გადახედეთ რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, -პალესტინის კონფლიქტს ვგულისხმობ და მიმდინარე საომარ ვითარებას. სიტუაცია არის ფეთქებადსაშიში. დაბრუნდა რიტორიკა ბირთვული ომის. პირდაპირ საუბრობენ როგორც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები, ასევე ამაზე, ამ დროს ჩვენ დროს ვხარჯავთ შიდა კინკლაობაზე, გაუგებრობაზე. ერთი რამ იცოდეთ, არ დაუშვებს „ქართული ოცნება“ არავითარ დესტაბილიზაციას, ყველამ კარგად დაიმახსოვროს. თუ ვინმეს რაიმე პოზიციის გამოხატვა სურს, გამოხატოს კანონის ფარგლებში, არჩევნები მოახლოვდება კეთილი ინებოს ყველამ, მშვიდად, წყნარად დემოკრატიულად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი