უკრაინა ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა. ზელენსკიმ ეს სიტყვები ლონდონში, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინას „არ აქვს უფლება, რაიმე დათმოს“ არც უკრაინის კანონმდებლობის, არც საერთაშორისო სამართლის და არც მორალური პრინციპების მიხედვით.
ჩვენ კანონით, უკრაინის კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლის მიხედით ტერიტორიული დათმობების უფლება არ გვაქვს. ჩვენ ამის არც მორალური უფლება გვაქვს. ჩვენ ნამდვილად არაფრის დათმობა გვსურს. სწორედ ამისთვის ვიბრძვით, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე შეაფასა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია და მოლაპარაკებების პროცესში ჩართული პირების როლი.
„დიახ, მას საკუთრი ხედვები აქვს. ჩვენ კი აქ ვცხოვრობთ, დეტალებს უფრო ღრმად აღვიქვამთ, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა. რაც შეეხება მოლაპარაკების ჯგუფს, ვხედავ, როგორ ძალიან ცდილობს ჯარედი [კუშნერი]. ნამდვილად ვხედავ იმას, რომ მათ ომის დასრულება სურთ. ეს ამერიკელების მხრიდან თამაში ნამდვილად არ არის, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამშიდობო გეგმის მიმდინარე ცვლილებებსა და ყველაზე რთულ საკითხებზე.
თავიდან 28 პუნქტი იყო, ახლა კი 20 პუნქტია. პუნქტები, რომლებიც პროუკრაინული არ იყო, ამოღებულია. ამერიკელებს კომპრომისების პოვნა სურთ. რა თქმა უნდა, ტერიტორიებთან დაკავშირებით რთული საკითხები არსებობს. მათთან დაკავშირებით კომპრომისები ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი, – თქვა ზელენსკიმ.




