“უოტფორდის” მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა 2 დეკემბერს სტუმრად “ჰალთან” ჩასტარებელი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ გააკეთა კომენტარი.
ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მხოლოდ მცველი ჯერემი ნგაკია და ჩაკვეტაძე არიან ტრავმირებული, ქართველს საზარდულის პრობლემა აქვს, არ უნდა გარისკონ და ის ვარჯიშს მომავალ კვირაში დაიწყებს.
29 ნოემბერს “უოტფორდმა” ჩაკვეტაძის გარეშე “ნორვიჩი” სახლში 3:2 დაამარცხა (თავიდან 0:2-ს აგებდა) და 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-13 ადგილზეა. გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონშიფის 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.