არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა – კალაძე პრეზიდენტზე

დედაქალაქის მერმა, მ ჟურნალისტებთან პრეზიდენტზე ისაუბრა და განაცხადა:
მას არანაირი უფლება არ აქვს პოლიტიკურ პროცესებში, საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა, ის არის პრეზიდენტი. არაერთხელ ვიხილეთ, რომ ის ჩვეულებრივად არღვევს კონსტიტუციას. იმის მაგივრად, რომ პირველი იყოს, ვინც იცავს კანონს, კონსტიტუციას, არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი. არც ის გამიკვირდება, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას, თუმცა ეს არაფერს შეცლის, სადაც უნდა, ვისთანაც უნდა იქ იყოს , რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თუ არა პარტიასთან, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ არის ის გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად გაიმარჯვებს. რაც შეეხება სხვა რადიკალურ პარტიებს, ისინი ეცდებიან და მათი მთავარი მიზანი იქნება როგორმე გადალახონ საარჩევნო ბარიერი

ასევე დაგაინტერესებთ